თბილისის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით გაიზრდება. შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე უკვე დაუჭირეს მხარი.
დამატებითი თანხის დახარჯვას, დედაქალაქის მერია გეგმავს სკოლების რემონტზე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე, გზების მშენებლობასა და სკვერების მოწყობაზე.
ჯერჯერობით უცნობია, გაიზრდება თუ არა დაფინანსება შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად.



















