თბილისის ბაზრობების ასოციაციის საგანგებო განცხადება

ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებს შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს:

“მოგახსენებთ, რომ თბლისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს.

დედაქალაქის მუნიცეპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე,წ, ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

ვრცელდება ინფრომაცია თითქოს ასოციაციისა და დედაქალაქის მუნიცეპალიტეტის შეთანხმება მოკლე ვადაში გაუქმდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ არ შეესაბამება სიმართლეს.

ე.წ. გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა.

თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამიათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს.

ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბაზრობების ასოციაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე გელა ხვედელიძის ფოტოს აქვეყნებს