თბილისის ბავშვთა გასართობი ცენტრები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთი ათას ლარს მიიღებენ

პანდემიის გამო დაზარალებული ბავშვთა გასართობი ცენტრები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხუთი ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დახმარება 70-მდე ობიექტი მიიღებს და ჯამში, 350 ათას ლარამდე დაიხარჯება.

„ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ძალიან დაზარალდა პანდემიის დროს არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. ბავშვთა დღის ცენტრები ყველაზე ადრე დაიხურნენ ამ პანდემიის განმავლობაში და მუშაობა დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. ჩვენ გვინდა ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ მათაც და დავეხმაროთ 5 ათას-5 ათასი ლარით. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც რეგისტრირებული 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მათ მაქსიმალურად ექნებათ მხარდაჭერა. განცხადებების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე. პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება. ასევე, თბილისის მერიის ვეგბვერდზე იქნება მითითებული დეტალები და ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და დაახლოებით, 350 ათას ლარამდე დაიხარჯება ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან
შემდეგი სტატიაღარიბაშვილმა გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა