ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში არჩევნები ზურაბიშვილმა მოიგო.
ცესკოს ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 99,7 %-ს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად, თბილისის ოლქებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ მოპოვებული შედეგები ასეთია:
მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე – 35, 66 %, სალომე ზურაბიშვილი – 64,34 %;
ვაკე: გრიგოლ ვაშაძე – 33,95 %, სალომე ზურაბიშვილი 66,05 %;
საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე – 34,39 %, სალომე ზურაბიშვილი – 65,61 %;
კრწანისი: გრიგოლ ვაშაძე – 40,43 %, სალომე ზურაბიშვილი – 59,57 %;
ისანი: გრიგოლ ვაშაძე – 43,06 %, სალომე ზურაბიშვილი – 56,94 %;
სამგორი: გრიგოლ ვაშაძე – 43,59 %, სალომე ზურაბიშვილი – 56,41 %;
ჩუღურეთი: გრიგოლ ვაშაძე – 36,63 %, სალომე ზურაბიშვილი – 63,37 %.
დიდუბე: გრიგოლ ვაშაძე – 35,02 %, სალომე ზურაბიშვილი – 64,98 %;
ნაძალადევი: გრიგოლ ვაშაძე – 38,26 %, სალომე ზურაბიშვილი – 61,74 %;
გლდანი: გრიგოლ ვაშაძე – 43,26 %, სალომე ზურაბიშვილი 56,74 %.