თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა.სიმპოზიუმზე თბილისსა და მის მიღმა არსებულ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე არქიტექტორებმა, ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სპეციალისტებმა, მკვლევარებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ დადაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს.

სიმპოზიუმი ორ – დისკუსიებისა და მოწვეული სპიკერების გამოსვლების ნაწილად ჩატარდა. 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე შემდეგი თემატიკის დისკუსიებში ჩაერთო:

პერიფერიების პედაგოგიკა

არქიტექტურული ინსტიტუციები და ქალაქი

 გლდანის მაგალითი

საზოგადოება და კონტრსაზოგადოება 

ახალი ეკონომიკები / ახალი სივრცეები

პოსტსაბჭოთა ცვლილებები

სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერის რანგში საერთაშორისო დონის ისეთი წამყავნი არქიტექტორები წარსდგნენ, როგორებიც არიან: რეინერ დე გრაფინინა რაპაპორტიხორხე აურიგი და ალექსანდრ ბროდსკი.

სიმპოზიუმისა და ზოგადად, მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, არქიტექტორი რეინერ დე გრააფია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე საკუთარ წიგნზე იმსჯელა. დე გრააფის წიგნი – “კედლები და ჭერი: მარტივი პროფესიის რთული ბუნება” ჰარვარდის უნივერსტეტის გამომცემლობამ გამოსცა და ბოლოპერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მთავარი თემაა – „მხოლოდ შენობები არ კმარა“ და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება. პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილაქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმებისჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს. პროექტის ფარგლებში იქმნებასაჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტებისლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge

banner
წინა სტატიაშიბიზნესის რეკეტის საქმე და სკანდალური ფარული ჩანაწერები – ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს
შემდეგი სტატიაროდესაც არაკაცთან გარიგებაში შედიხარ, ცოტა მეტად უნდა დაფიქრდე – გამსახურდია