14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს უკრაინის საელჩო საქართველოში “ფეისბუქზე” ავრცელებს.

დღესვე თბილისში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით მსვლელობა გამართეს.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
შემდეგი სტატიაგაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს