თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.
„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს – დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.
გისურვებთ კეთილდღეობასა და მშვიდობას!“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.