თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთვავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკა, დასაქმება, სოციალური დაცვა, განათლება
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ალექსანდრა რალუკა პრუნას შეხვდა