თბილისის ახალი საკრებულო შეიკრიბა

დღეს, 30 ოქტომბერს, 2025 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა დედაქალაქში. სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, გახსნა.

საკრებულოში 45 დეპუტატი „ქართული ოცნებიდანაა“, დანარჩენი ხუთი კი – სამი ოპოზიციური პარტიიდან.

საკრებულოში წარმომადგენლები ეყოლება:
#3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) – 1 მანდატი;

#9 – „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 2 მანდატი;

#36 – „გირჩი“ – 2 მანდატი;

#41 – „ქართული ოცნება“ – 45 მანდატი.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ აბაშიძე, რომელიც წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. მისი მოადგილეები იქნებიან ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა არ მიუღია ორ დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიციას ცვლილებისთვის“. მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო 64-ვე ოლქში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ომის დეპარტამენტს ბირთვული იარაღის გამოცდა დაავალა
შემდეგი სტატიაგზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით რეჟისორი გიორგი მრევლიშვილი დააკავეს