თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე დააკავეს

“სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავა”, – წერს შსს.

გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს
შემდეგი სტატიაავსტრიაში ქართველი მამაკაცი მიგრანტების არალეგალური გადაყვანის ბრალდებით დააკავეს