11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით,  ირანის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 30 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიტროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“მეტი ორგანიზება, მეტი სისტემურობა, მეტი შეკავშირება” – გიორგი ვაშაძე ერს ერთიანობისკენ მოუწოდებს