თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის
მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ბ.ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა
დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112
გრამი მორფინის მარილი და 3,5006 გრამი თებაინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიკიევში თემურ მახაურის აფეთქების ვიდეო გავრცელდა
შემდეგი სტატიაშსს-მ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი აღკვეთა