თბილისის აეროპორტში ესპანეთის მოქალაქეები რეისს უშედეგოდ ელოდებიან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესპანეთის 9 მოქალაქე უშედეგოდ ელოდება მადრიდში გაფრენას. გავრცელებული ინფორმაციით, 9 საათია ისინი აეროპორტში საკუთარ რეისს ელოდებიან და ამბობენ, რომ კომპანია მათ პასუხს არ სცემს.

“პეგასუსი” შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად უამინდობას ასახელებს. ასევე მათი ინფორმაციით, მგზავრები ვეღარ უსწრებდნენ ტრანზიტულ რეისს და აღარ მოისურვეს სტამბულში გაფრენა. მათივე თქმით, მგზავრებმა სხვა აიავკომპანიის ბილეთები შეიძინეს და მათი ბილეთები დააბრუნეს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს შუამავლის როლი
შემდეგი სტატიაკალაძე: ვარკეთილის მეტროში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება