12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

თბილისის აეროპორტში დააკავეს 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ დაკავებულია – 1997 წელს დაბადებული გ.გ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინის“ შემცველი 9 ლიტრამდე სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც 10 პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – სამი მცდელობა და არც ერთი დაშავებული
შემდეგი სტატიააფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს