თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა

თბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ.
სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა, პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ადგილზე უკვე ჩატარდა.
„ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ