თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ინფიცირება დაკავშირებულია წვეულებასთან, რომელზეც პირველკლასელი შაბათს იმყოფებოდა. დირექტორის განმარტებით, ბავშვს არანაირი სიმპტომები არ უფიქსირდება.

„ბოლოს ბავშვი სკოლაში პარასკევს იყო. როგორც ვიცით, შაბათს იყო რაღაც წვეულებაზე. მშობელმა გაიგო, რომ ვიღაც, ვისთანაც ბავშვს ჰქონდა კონტაქტი, იყო დაინფიცირებული და ამიტომ ჩაუტარა მშობელმა ტესტი, თორემ ბავშვი დღემდე არის უსიმპტომო. გუშინ ღამით შემატყობინეს მე. მაშინვე ჩვენი რაიონის ეპიდემიოლოგს დავურეკე და გადავეცი ინფორმაცია. დღეს დილით დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავურეკე, შევატყობინე, საქმის კურსშია განათლების სამინისტროს, გავაკეთე მიმართვა მშობლებისადმი,“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, სკოლამ სადეზინფექციო სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაატარა, სასწავლო პროცესის დასრულებისას კი სკოლაში სპეციალურ ბრიგადას ელიან.

დირექტორის განმარტებით, დღეს სკოლაში ინფიცირებული ბავშვის არც ერთი კლასელი არ მისულა.

banner
წინა სტატიაშიზაზა გოროზია: მშიერი შვილისა თუ მხცოვანი მშობლის დასაპურებლად ოცნება საკმარისი არაა
შემდეგი სტატიამალხაზ თორია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან წარმომადგენლებს შეხვდნენ