თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული

თბილისის 2022 წლის ბიუჯეტით კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია შემდეგ მისამართებზე: ისნის რაიონში, კერძოდ, ნავთლუღში; კრწანისის რაიონში, კერძოდ, ოქროყანის დასახლებაში; სამგორის რაიონში, ლილოსა და აფრიკის დასახლებებში; ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩის მიმდებარედ. გარდა ამისა, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაგეგმილია #19 ბაღის ავარიული შენობის ადგილზეც.

banner
წინა სტატიაშიჩხორუწყუს საკრებულოს წევრმა პარტია “საქართველოსთვის” დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება