თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს “ევროპული საქართველო” მხარს არ დაუჭერს

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს “ევროპული საქართველო” მხარს არ დაუჭერს. როგორც საკრებულოს უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნება” ზრუნავს ბიუროკრატიაზე და სოციალური ხარჯები შემცირებულია.

“2019 წლის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს, რადგან მერია აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა. ეს არის ზრუნვა საკუთარ ბიუროკრატიაზე, ზრუნვა ჩინოვნიკებზე. ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ხარჯები არის შემცირებული. რაც შეეხება წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტს, ჩვენ ვხედავთ, 1 144 000 000 ლარი დარჩა დაუხარჯავი, 1 144 000 000-ის საქმე არ გაკეთდა. თუ ამ ქვეყნის მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო ოდნავ გონიერად და ოდნავ კომპეტენტურად წარმართავდა საქმეს, ამ ფულით შეიძლებოდა უამრავი ძალიან მძიმე სოციალური პრობლემის გადაჭრა, მათ შორს თბილისში. ბოლო სამ დღეში ფულის გასროლა ვითომ და დაკონტრაქტება რაღაცის საყიდლად კი, თბილისში საყიდელია ავტობუსები, მაგრამ თბილისში ავტობუსები საყიდელია დაგეგმილად, არა ისე, რომ მორჩენილი ფულით, რომელიც ამხელა ქვეყანაში ვერ დაიხარჯა. ამ ფულის მიმართვა შეიძლებოდა თბილისში სიციალური დახმარებისთვის, ამ ფულის გაწევა შეიძლებოდა შშმ პირებზე, უფასო სასადილოებზე, განათლებაზე, ავარიულ სახლებზე”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულოში ორი საკითხი განიხილეს – 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიმდინარე წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილება, რაც გულისხმობს ცენტრალური ბიუჯეტიდან 170 მილიონის თბილისის ბიუჯეტისთვის დამატებას. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ცენტრალური ბიუჯეტი მთლიანად ვერ აითვისა და სწორედ ეს დარჩენილი თანხა დაემატა მერიის ბიუჯეტს.

2019 წლის ბიუჯეტს მხარს არც “ნაციონალური მოძრაობა” დაუჭერს.

banner
წინა სტატიაში,,ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს გარკვეულ ინსტიტუტებს”
შემდეგი სტატიაბიურომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაზრდის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა