თბილისიდან როენა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ

როენა ხუცურაული, იგივე „მამიდა“ მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილები არ არის ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი მცხეთაში გადაყვანის თაობაზე.

როენა ხუცურაული, ე.წ. „მამიდა” სხვა ბრალდებულებთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ხუცურაულზე თვალთვალი და მიყურადება ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა, გამოძიების მასალებით ის სასტუმროში ფართებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად აქირავებდა.

„რა თქმა უნდა ამ ბრალს არ ეთანხმება. კონკრეტულად ედავებიან პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას. 3-დან 6 წლამდე არის თავისუფლების აღკვეთა მაგაზე. ჩვენ შევხვდით სამინისტროს შენობაში და დიდი საუბარი მაგ თემაზე არ გვქონია იმიტომ, რომ მარტო შეხვედრის საშუალება არ იყო. შევხვდები წინასწარი დაკავების იზოლატორში და მეცოდინება ყველა ინფორმაცია ცოტა ხანში,“-განაცხადა როენა ხუცურაულის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

banner
წინა სტატიაშიმმართველ გუნდში უარყოფენ, რომ ევროკავშირის ელჩებისგან მკაცრი რეკომენდაციები მიიღეს
შემდეგი სტატიაიზოლატორებში ადგილი არ არის – როენა ხუცურაული საკნის რიგში დგას