25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

თბილისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუმინულ ავიაკომპანია DAN AIR-ს ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. უწყების გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ზაფხულის სეზონზე აღდგება.

ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, რეგულარული რეისები 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდში, კვირაში ორჯერ — ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე: ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციას განვიხილავთ
შემდეგი სტატიაიზა ომაძე გორში მომხდარზე: ხომ შეიძლება ერთხელ მაინც აიღოს პასუხისმგებლობა ვინმემ და თქვას, რომ მოხდა უცუდესი ფაქტი