თბილისი-ზუგდიდის მატარებელს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქოლობანთან – არსებული ინფორმაციით, მატარებელს, რომელიც თბილისი-ზუგდიდის რეისს ასრულებდა, ლიანდაგზე ავტომანქანა შეეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათივე თქმით, მანქანა მატარებლისთვის გადასწრებას ცდილობდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს და ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ
შემდეგი სტატიაგაბუნია – პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია