თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს.

მოახლოებულ ტურნირთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. ინფორმაცია ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშე ჯონ ფერმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა მიაწოდეს.

მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ საქართველოს პირველად მიანიჭა. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები – აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბ ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ა ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის რეალურ საფრთხეს ერი და ბერი უნდა დაუპირისპირდეს