„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 19:00 საათზე, წინამძღვრიშვილის N102-ში, „არტარეის“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით გაიმართება აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.

წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია. ღონისძიების სტუმრები მოისმენენ აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერებს.

საღამოს გახსნიან მოდერატორები – რატი ამაღლობელი და შოთა იათაშვილი, რომლებიც ქართული მწერლობისა და პოეზიის ძველი და ახალი საინტერესო ფაქტებს მოგვითხრობენ. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს პოეტი დათო ჩიხლაძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმებს ბენ ვილერის, სანდრო ჩინჩალაძისა და ვაჟა მარის ბენდი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

საკონტაქტო პირი: ია ვეკუა – 577 25 55 91

banner
წინა სტატიაშიბათუმში სატვირთო მანქანის გადაადგილებისას ხიდი ჩავარდა
შემდეგი სტატიავაშაძე – გვინდა ცესკოს თავმჯდომარე დავტოვოთ უფუნქციოდ, თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი