გორთან ავტოსაგზაო შემთვხვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გორიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთი პირი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა, ორ მგზავრს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

წინასწარი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რაც, სავარაუდოდ, შემთხვევის მიზეზი გახდა.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – მოუთმენლად ველოდები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მუშაობას, რათა უფრო განვამტკიცოთ ჩვენი კავშირები