თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. როგორც “თაიმერს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მათი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე (თერჯოლასთან ახლოს) და 293-ე (სენაკის შესასვლელთან) კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: ვერ წარმომიდგენია ვინმემ მსოფლიოში სერიოზულად აღიქვას ქვეყანა, რომლის პრეზიდენტსაც გამოასახლებენ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის სპეც სამსახურები პარიზის ტერაქტთან რუსეთის ფედერაციის კავშირს სწავლობენ