თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარის ადიდების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მონაკვეთი პარალიზებულია, ავტომობილები კვლავ შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ განაცხადა, გამოდარების შემთხვევაში, სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოძრაობა დაიკეტა.