თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა დაიწვა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის გამო ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი მანქანა კი დაიწვა.

შსს-ს ინფორმაციით, მანქანა მაგისტრალიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა მალევე შეძლეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ წამოწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიათურქეთის აეროპორტში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი დაჭრა