თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

Crime Scene

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს ,,ფორდისა“ და ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

დაშავებული კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის