თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია – ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა წაიღო

რამდენიმე საათია, გადაკეტილია თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი. ადიდებულმა მდინარემ თერჯოლის მიმდებარედ მოწყობილი დროებითი გზა ბოლო პერიოდის განამვლობაში უკვე მეხუთედ წაიღო.

მონაკვეთი ცენტრალური ავტობანის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად რამდენიმე თვის წინ მოეწყო.

ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით, თბილისის-სენაკი-ლესელიძის 206 კმ-ის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამ დროისთვის ტრანსპორტი შემოვლითი გზით ბაღდათის გავლით გადაადგილდება.

banner
წინა სტატიაშიხვალ თბილისში საშობაო „ალილო“ გაიმართება
შემდეგი სტატია32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში მიემგზავრება