თბილისი პრაიდის კვირეული – ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორები დღეს მიიღებენ

„თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ორგანიზატორები მხარდამჭერებთან ერთად იმსჯელებენ, ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიება და აქტივობები. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება.

„არც ერთ ღონისძიების გაუქმებაზე ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია გუნდში და არც ჩატარებაზე არ გვიმსჯელია. უნდა შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ. სახელმწიფოს მხრიდან და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი,“-აცხადებს ”თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერი ნინო ბოლქვაძე.

დაანონსებულია „ღირსების მარშიც“, რომელიც მთავარ პრობლემად სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ. ისინი შს სამინისტროსგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

„ღირსების მარშზე არის ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ეს არის ღია გამოხატვასთან, ანუ ქუჩაში გასვლასთან არის დაკავშირებული. ერთობლივად უნდა ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე. გააუქმა მხოლოდ შსს-ს განცხადების შემდეგ. მათ უკვე შექმნეს ეს ჯგუფები და ისინი შესაძლოა დაუბრუნდნენ ამ რეჟიმს თუ დაინახავენ ამის საჭიროებას. ეს არის უკანონობა, ეს არის ძალადობა პირდაპირ და მათ ამის უფლება არ აქვთ,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” წევრმა გიორგი თაბაგარმა.

ლევან ვასაძე, რომელმაც ლგბტ თემის და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სახალხო რაზმი შექმნა ამბობს, რომ ისინი ენდობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, თბილისის ქუჩებში დაანონსებული პატრულირება გაუქმდება, თუმცა მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და ქუჩებში გავლენ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშისამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაჯარო სოლიდარობას უცხადებს მოქალაქე თუ პარტია ლგბტქ თემს – ბერძენიშვილი ვასაძეზე