თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი: ვასაძე საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ეხმაურება ლევან ვასაძის განცხადებას და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია. მისივე განცხადებით,  ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

“ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად. ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული…

ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იგივეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებსა და სახელმწიფოს! ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება”, – წერს გიორგი თაბაგარი.

დღეს, ლევან ვასაძემ “ქართულ ოცნებას” 10-დღიან ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში”.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში პანდემიის პერიოდში სტუდენტებმა დახმარების სახით 166 მილიონი ევრო მიიღეს