“თბილისი პრაიდი” ლევან ვასაძეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთს ჩუქნის

“თბილისი პრაიდი” ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთს ჩუქნის.

“თბილისი პრაიდის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ბიზნესმენმა ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის ყიდვა ვერ შეძლო.

ორგანიზაციამ შეთავაზება ოფიციალურად გააკეთა და ბილეთიც გამოაქვეყნა,სადაც ცნობილი ხდება,რომ ვასაძისთვის განკუთვნილი მესამე რიგი, მეთექვსმეტე ადგილია დაჯავშნილი.

“თბილისი პრაიდის” გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად. ვაცნობიერებთ, რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება. ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!,”- ნათქვამია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოსებს ფაშისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კოდასთან სროლის ფაქტს არ ადასტურებს