“თბილისი პრაიდი” – აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

მერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში რომელიც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ შტატების მოქალაქეებმა თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

“ლგბტ თემის წევრები საჯარო ღონისძიებას გეგმავენ პრაიდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენი მოლოდინით იქნება ხალხმრავლობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი საჯარო ღონისძიება. წარსულში აქტივისტების საჯარო გამოხატვამ, კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი პასუხი გამოიწვია, რასაც თან ახლდა, როგორც ფიზიკური, ისე – მატერიალური ზიანი”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგაერო: ჯამალ ხაშოგი სახელმწიფოებრივი დანაშაულის მსხვერპლი გახდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა 23 მეწარმე პასუხისგებაში მისცა