თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ მოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე წუთის წინ მოლში სახანძრო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრი ყველა ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის დაცვასაც.

როგორც თბილისი მოლში მომუშავე მოქალაქე განმარტავს, იქ მყოფებმა კვამლის სუნი იგრძნეს, თუმცა ხანძარი არ დაუნახავთ.

თავის მხრივ, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, თბილისი მოლის პარკინგზე ავტომანქანა იწვის

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა
შემდეგი სტატიაადამიანს ვეძებ…