33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

თბილისი მასიმილიანო ფუქსასის არქიტექტურულ ნამუშევარს კარგავს – “რიყის დოქები” დაინგრევა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ევროპის მოედანზე მდებარე ცნობილი ნაგებობის, „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა. უწყებამ ტერიტორიის მფლობელის, შპს „რიყე დოს“ შესაბამისი მოთხოვნა 2026 წლის 25 ივნისს დააკმაყოფილა.

ცნობილია, რომ განაცხადი დემონტაჟის შესახებ მფლობელმა მიმდინარე წლის 7 აპრილს წარადგინა.

„რიყის დოქები“ თბილისის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სადავო ნაგებობაა. ის მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა, მასიმილიანო ფუქსასმა, მეუღლესთან, დორიანა ფუქსასთან ერთად დააპროექტა. ნაგებობა, რომელიც არაერთი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდოს მფლობელია, ევროპის მოედანზე მდებარეობს და წლების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის მშენებლობა ან პროექტი იგეგმება ტერიტორიაზე დემონტაჟის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი თელავის სტიქიაზე: სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თვის ნორმის 85% ნალექი მოვიდა
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: კაია კალასის მიდგომა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება