საზოგადოება თბილისი-მარნეულის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტ: news - 17:59 - 18 ივლისი 2016 თბილისი-მარნეულის მაგისტრალზე, ზემო ფონიჭალიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ავტობუსის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეჯახების დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.