თბილისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კამპანიას შეუერთდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციი სკამპანიას იწყებს, რომელსაც მსოფლიოს 194 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც შეუერთდა.

ელიმინაციის კამპანიის ფარგლებში, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საშვილოსნოს კიბოს ფერში ნათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა და თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა.

პროგრამაში, დედაქალაქის მასშტაბით, 30 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული,მათ შორის, თბილისის მერიის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“. მიმდინარე წელს, თბილისის მერიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის 22750 შემთხვევა დააფინანსა

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – მაიკ პომპეოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია, ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყველაზე ძლიერი დასაყრდენი
შემდეგი სტატიამაიკ პომპეო უკვე საქართველოშია