თბილისი ცენტრალში “ოქროს ბირჟა” 2 კვირით დაიკეტა

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 20:10

თბილისი ცენტრალში “ოქროს ბირჟა” 2 კვირით დაიკეტა

თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ. ოქროს ბირჟა 2 კვირით დაიკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა მიიღო.

როგორც მან ფორმულას განუცხადა, ბირჟის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული და დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება.

“იმუნოლოგებთან გავიარეთ კონსულტაცია და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბირჟა ორი კვირით დაგვეკეტა. ყველა თანამშრომელი გადავა თვითიზოლაციაში”, – ამბობს ეთერ ყიფიანი.

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 20:10