თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ103-კმ119 მონაკვეთზე (ბაკურციხე-წნორი), მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მთელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ევროკომისარი საქართველოს კარგი ამბით ეწვია
შემდეგი სტატიაგამრეკელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა