თბილისი – ახალი რელიგიის დედაქალაქი და ჩხუბი ემიგრანტებთან-ექსკლუზივი

,,თაიმერის,, ინფორმაციით, თბილისში ნაცემი ფერადკანიანი პირები, საქართველოში უცხოელი ემიგრანტების მიერ დაფუძნებული რელიგიური სექტის წარმომადგენლები არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ქართველი მამაკაცების მიერ ფერადკანიან უცხოელებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტია დაფიქსირებული, ,,თაიმერისათვის,, ცნობილი გახდა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილ ემიგრანტთა უმრავლესობა, თბილისში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი რელიგიური სექტის წევრები არიან.

,,ისინი აქ დიდი ხანია ცხოვრობენ… ზოგიც ლეგალურად, ზოგიც არალეგალურად. მუშაობენ, სწავლობენ, ზოგიერთები უკრავენ და მღერიან კლუბებში. რაც მათ ყველას აერთიანებს, ეს რელიგიაა, რომელიც თბილისში დაფუძნდა… აქ გამოიგონეს და აქ ლოცულობენ. სექტაში თითქმის ყველა ფერადკანიანი და აფრიკელი. კვირაში ერთხელ ან ორჯერ იკრიბებიან დიღომში, საღამოს საათებში. თავიანთი პასტორები ჰყავთ და კლუბში ლოცულობენ. მათი წირვა-ლოცვა თეატრალურ წარმოდგენას ჰგავს, მუსიკის, სიმღერისა და ჰიპნოზის მაგვარი მოქმედებების თანხლებით… სექტის წევრები ხშირად ტრანსში ვარდებიან და პასტორებს, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა უწევთ. თავს ქრისტიანებად მიჩნევენ”- აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბი, რელიგიურ ან რასისტულ ნიადაგზე არ მომხდარა.
,,ჩხუბი, იქვე მცხოვრები რამდენიმე ბავშვის გამო მოხდა, რომლებსაც ემიგრანტებმა ცოტა ხნით დასვენება და სტადიონის მათთვის დათმობა სთხოვეს… ეს ბავშვები ამის გამო გაბრაზდნენ, წავიდნენ და უფროსები მოიყვანეს, რომლებმაც უცხოელებს სტადიონიდან გაგდება სცადეს… ჩხუბი ამის გამო დაიწყო… ვფიქრობ, რომ უცხოელების ნაცვლად სხვა უბანში მცხოვრები ქართველებიც რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ასეთი ჩხუბი მაინც მომხდარიყო”-აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო.
როგორც ,,თაიმერმა,, გაარკვია, თბილისში მართლაც მოქმედებს რელიგიური სექტა სახელწოდებით ,,Lowe Dominion Assembly,,  ამ რელიგიის დაბადების ადგილად – თბილისი მიიჩნევა. სხვა რომელიმე ქვეყანაში ამ მიმდინარეობის გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ეს რელიგია ,,არის ახლი, კრეატიული, არადემონური ტაძარი, რომელიც ქადაგებს სიმართლისა და მადლის ხაზგასმულ ძალაუფლებას,, მითითებულია რელიგიური ჯგუფის მიერ გავრცელებულ წყაროებში.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისი, უცხოელი ემიგრანტების მიერ დაფუძნებული ამ ახალი რელიგიური მიმდინარეობის დედაქალაქად, უკვე 5 წელია ითვლება და ამ ხნის განმავლობაში, სექტის წარმომადგენლები თბილისში თავს კარგად გრძნობდნენ.მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა, ეს რელიგიური მიმდინარეობა, საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებული.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

გთავაზობთ, ,,თაიმერის,, მიერ ინტერნეტიდან მოპოვებულ ფოტოებს, რომელიც თბილისში დაფუძნებული რელიგიური მიმდინარეობა Lowe Dominion Assembly- საქმიანობას ასახავს.

 

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ჰოლანდიაში სამსახური დაიწყო
შემდეგი სტატიაპანკისელი მურად მარგოშვილი ერაყში მოკლეს