თბილიში პარკირების გადასახადი იზრდება

თბილისის საკრებულოს ენმ – ს წევრი ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა და მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ დღეს დაადასტურეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში ზონალური პარკირება შემოდის. ხაბეიშვილის განცხადებით, ცვლილების მიხედვით ფასი უბნების მიხედვით განისაზღვრება.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირწმუნება, რომ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში პარკირების გადასახადი მინიმუმ გაორმაგდება.
“კახი კალაძე პარკირების პრობლემის მოგვარებას ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობით კი არ ცდილობს, არამედ მისი გაძვირებით უნდა პრობლემის მოგვარება. მინიმუმ ორჯერ მეტი რომ იქნება გადასახადიო სახლში გააჩერებენ ავტომობილებსო ესაა ლოგიკა…. რა გამოდის? რას ერჩოდნენ სითი პარკს? საჯარომოზე მერიასაც გადაჰყავს ავტომობილები, ახალ საპარკინგე ადგილებს არც მერია ქმნის და შეუქმნია და რატომ გააგდეს მაშინ ის კომპანია? იგივე რაოდენობის საპარკინგე ადგილებში მოსახლეობამ ორჯერ მეტი რომ გადაიხადონ ამიტომ ? რით გაუმწარონ თბილისელებს ცხოვრება იმას ფიქრობს მერი ნაცვლად რეალური საქმის კეთებისა”

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას კრიტერიუმი შესაძლოა, იყოს ასაკი და გენდერი