„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინო“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა.
ახალი სივრცე ირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს და მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს. კომპანიის მთავარი ფინანსური
პარტნიორი თიბისია.
მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილია დაახლოებით 120 სახეობის ღვინო მსოფლიოს 10-მდე
ქვეყნიდან, მათ შორის: საფრანგეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ახალი ზელანდიიდან,
გერმანიიდან და ესპანეთიდან; ხელმისაწვდომია თეთრი და წითელი, ასევე, მსოფლიოში
ცნობილი ცქრიალა ღვინოები, მათ შორის: შამპანური საფრანგეთის შამპანის რეგიონიდან,
იტალიური პროსეკო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინის ბრენდი – Ferrari,
რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელიც საქართველოში The Wine-ია.
პროდუქციის ძირითადი ნაწილი უცხოურ ღვინოებს მოიცავს, თუმცა სტუმრები “თბილღვინოს”
პრემიუმ კოლექციიდან ქართული ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ასორტიმენტი სხვადასხვა
საფასო სეგმენტს მოიცავს, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ბიუჯეტურ შეთავაზებებსაც.
The Wine-ის სივრცეში სამომავლოდ საგანმანათლებლო და თემატური აქტივობები იგეგმება, მათ
შორის: დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რაც მიზნად ისახავს ღვინის კულტურის
პოპულარიზაციას და საერთაშორისო მეღვინეობის გამოცდილების გაზიარებას.
თიბისი და „თბილღვინო“ 23 წელია პარტნიორები არიან. ბოლო 5 წელში ერთობლივად 48
მილიონი ლარის მოცულობის პროექტები აქვთ განხორციელებული. პარტნიორობა მოიცავს,
როგორც რთველის დაფინანსებასა და ვენახების გაშენებას, ასევე, საწარმოო ხაზის
გადაიარაღებასა და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას.

banner
წინა სტატიაშიბოლნისში 30 წლამდე ქალი აბაზანაში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას…არის ვიზის საჭიროება?!” – შალვა პაპუაშვილი