“თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ”-ნიკა მელიამ მოქალაქეებს 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა

“თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ” – ამ სიტყვებით მოუწოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოქალაქეებს 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ.

ნიკა მელია ბრიფინგით გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, რომელმაც 18 ნოემბერს, ადვოკატებთან შეხვედრის მიწურულს გონება დაკარგა. ენმ-ს თავმჯდომარის ცნობით, ხვალ, 19 ნოემბერს დაგეგმილი აქცია-მსვლელობები გაუქმდება და მათ ნაცვლად ერთი აქცია ჩატარდება რესპუბლიკის მოედანზე.

ამავდროულად ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აქციის დაგეგმვამდე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.

“ხელისუფლება უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე, არც მეტი და არც ნაკლები დატყვევებული ადამიანი მოკლას, მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა. ის არც ციხეა და არც საავადმყოფო, არის რაღაც შენობა, სადაც დატყვევებულია ადამიანი. ივანიშვილმა მათ შორის არ შეისმინა ყველაზე კომპეტენეტური ექიმების რჩევები, დარიგებები, პროგნოზები არაფრად ჩააგდო და ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში როგორც არასოდეს ახლა საჭიროა სრული მობილიზაცია და სრული ერთობა.

ხვალისთვის დაგეგმილ 3 ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია-მსვლელობებს ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნნე, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშაა, გელოდებით 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე”, – თქვა ნიკა მელიამ.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა
შემდეგი სტატიაკონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, ეკრანზე უყურებს რა ხდება