თაზო ფაცაცია: მამუკა ხაზარაძე სხვის ხელისშეშლაზე როგორ საუბრობს როცა თვითონ თხილის ფესტივალის ჩაშლა სურდა

მამუკა ხაზარაძის განცხადებას, თითქოს მას ზუგდიდში ხელს უშლიდნენ შეხვედრის გამართვაში, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე თაზო ფაცაცია, გამოეხმაურა. უცვლელად გთავაზობთ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფეისბუქ პოსტს:

,,მამუკა გვყოლია ზუგდიდში ხაზარაძე და გუშინ განუცხადებია, ხელს მიშლიდნენ შეხვედრის გამართვაშიო. მიშას დრო მორჩა ბატონო ბანკირო, თქვენი სათაყვანებელი სააკაშვილის მსგავსად ახლა პოლიტიკურ პარტიებს მოქმედი ხელისუფლება ხელს არ უშლის – კი გინდათ, მაგრამ ასე არ არის!

ისე თქვენი აქტივისტები, თხილის ფესტივალის დროს რა მისიით გამოაგზავნეთ ღონისძიებაზე? რეგიონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩაშლა, რომ გსურდათ!

არ გრცხვენიათ ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომლებსაც მთელი ზუგდიდი უდიდეს პატივს ვცემთ ზონდერებს, რომ უწოდებთ?!

რომლებსაც ბუნებრივია თქვენთან კითხვები დასმა მოუნდათ იმის შესახებ თუ რატომ არ დატოვეთ 9 აპრილის შემდეგაც რომ კომუნისტური პარტია და რატომ ინახავდით გულმოდგინედ კომუნისტური პარტ. ბილეთს!” – წერს თაზო ფაცაცია.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგალტ & თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება