თაზო ფაცაცია : მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის შემდეგაც კომუნისტური პარტიის წევრი იყო

მამუკა ხაზარაძე 9 აპრილის შემდეგაც კომუნისტური პარტიის წევრი იყო – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.

,,მამუკა გვყოლია ზუგდიდში ხაზარაძე და გუშინ განუცხადებია, ხელს მიშლიდნენ შეხვედრის გამართვაშიო. მიშას დრო მორჩა ბატონო ბანკირო, თქვენი სათაყვანებელი სააკაშვილის მსგავსად ახლა პოლიტიკურ პარტიებს მოქმედი ხელისუფლება ხელს არ უშლის – კი გინდათ, მაგრამ ასე არ არის!

ისე თქვენი აქტივისტები, თხილის ფესტივალის დროს რა მისიით გამოაგზავნეთ ღონისძიებაზე? რეგიონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩაშლა, რომ გსურდათ!

არ გრცხვენიათ ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომლებსაც მთელი ზუგდიდი უდიდეს პატივს ვცემთ ზონდერებს, რომ უწოდებთ?!

რომლებსაც ბუნებრივია თქვენთან კითხვები დასმა მოუნდათ იმის შესახებ თუ რატომ არ დატოვეთ 9 აპრილის შემდეგაც რომ კომუნისტური პარტია და რატომ ინახავდით გულმოდგინედ კომუნისტური პარტ. ბილეთს!” – წერს თაზო ფაცაცია.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტი ბიზნესებს მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის 18 ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხუთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რვა პაციენტის წყარო კი უცნობია