7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: ვასილ როინიშვილი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა როინ შავაძის საშინელ საქმეს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, მოსამართლე ვასილ როინიშვილის პროცესში მონაწილეობა გააკრიტიკა.

დათუნაშვილის განცხადებით, როინიშვილი თავად იყო პროკურორი როინ შავაძის საქმეზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია.

„ეს კაცი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა ამ საშინელ საქმეს… ეს კაცი როგორ შეიძლება იჯდეს ახლა მოსამართლის მანტიაში და ასამართლებდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის კრიმინალური დანაშაულის შემსრულებელიც თავად იყო? მას ბევრად უფრო მეტი კავშირი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე მძიმე წარსულთან, ვიდრე ოდესმე შეიძლება „ლელოს“ რომელიმე წევრს ჰქონდეს“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს ილუზია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივ პროცესს უყურებს და მიმდინარე მოვლენებს „კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდება