თაზო დათუნაშვილი – საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავალთ

საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს გვრჩება ერთადერთი გზა – საყოველთაო წინააღმდეგობის, მშვიდობიანი გრძელვადიანი და უწყვეტი პროტესტის გზით ჩამოვაშოროთ საქართველოს საშიში ხელისუფლება, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს.

მისი თქმით, უახლოესი დღეებში დაუწყება კამპანია, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავლენ.

მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაინახა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ვხედავთ უკვე მრავალი წელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საშიში მოვლენა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არ არის მომართული ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე. მან არაფრად არ ჩააგდო ისეთი მაღალი რანგის მედიაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შარლ მიშელის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით მიდიოდა თბილისში. მან წერტილი დაუსვა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ამბავს. ამიტომ, ჩვენ, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე შეგვტკივა გული, გვრჩება ერთადერთი გზა – საყოველთაო წინააღმდეგობის, საყოველთაო პროტესტის, მშვიდობიანი გრძელვადიანი და უწყვეტი პროტესტის გზით ჩამოვაშოროთ საქართველოს საშიში ხელისუფლება, ჩამოვაშოროთ საქართველოსთვის საშიში მოვლენა ივანიშვილი და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს უპირებს ევროალანტიკური რელსებიდან რუსულ რელსებზე გადაყვანას.

ამიტომ, უახლოესი დღეების განმავლობაში, 15 მაისამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება კამპანია, რომლის დროსაც აბსოლუტურად ყველა ოჯახში მივალთ და ყველა გაიგებს, თუ რა არის ხსნის გზა. ხსნის გზა გადის გრძელვადიან, მშვიდობიან პროტესტზე. ამიტომ, ეს კამპანია გაიშლება საქართველოს ყველა ქალაქში ყველა სოფელში. სრულიად ოპოზიცია არის ერთმანეთთან კოორდინაციაში და 15 მაისიდან იმედი მაქვს საქართველოს ყველა მოქალაქის მხარდაჭერით დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს საქართველოსთვის“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები ვაშლიჯვარზე – მეწყერი არსად გამჩერებელი არაა, ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო