თაზო დათუნაშვილი – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია – საქართველო ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს

საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო პრობლემებია შექმნილი.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – დაახლოებით, ერთი საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით – ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო?” – აცხადებს დათუნიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიNATO-ში უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ალიანსის ყველა მოკავშირე ემხრობა – ქლევერლი
შემდეგი სტატიააშშ-ში შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა – ვაშაძე