21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე: არაფერი შეგვაჩერებს — ბინძური ისტერიის მიზანი ყურადღების გადატანაა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება და მას „პანიკური შიშის“ გამოვლენას უწოდებს.

პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებიდან და მმართველი გუნდის შიდა დაპირისპირებებიდან საზოგადოებრივი ყურადღების გადატანას ემსახურება.

„ამ ბინძური პოლიტიკური ისტერიის ერთადერთი მიზანია, რომ იმ უბადრუკი მდგომარეობიდან გადაიტანონ ყურადღება, რომელშიც ქვეყანა ჩააგდეს ამ სამშობლოს მოღალატეებმა და მეორე მხრივ, იმ პროცესებიდან, რაც მათი პოლიტიკური ძალის შიგნით ხდება, სადაც სამშობლოს მოღალატეები და კორუფციონერები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩაბმული.

პარტიების აკრძალვა „ძლიერი საქართველოსთვის“ არაფერს შეცვლის. „ძლიერ საქართველოში“ ვართ ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი გვაქვს, სანამ ქვეყანას სამშვიდობოს არ გავყვანთ, მანამდე ვიბრძოლოთ. ამიტომ ჩვენს ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, მათ შორის ვერც ის შეზღუდვები, რომლებსაც ეს უბადრუკები გვიწესებენ“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა დრონებით თავდასხმის გამო “აღმოსავლეთ-დასავლეთის” ნავთობსადენი გათიშა
შემდეგი სტატიაშვედეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება