21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტური კოშმარი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება.

„14 წლის წინ პირველ ოქტომბერს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველად მოხდა მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება და ამან ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეში, მათ შორის ჩემში, დიდი იმედი დაბადა, რომ ეს ქვეყანა დაემსგავსებოდა მართლა რაღაცას და იქნებოდა ღირსეული, დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწიფო. 14 წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტური კოშმარი. არა კოშმარი, რომელიც მარტო იმ 9 წლის უბედურებებით შემოიფარგლებოდა, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს წინ ჰქონდა, არამედ კოშმარი, რომელიც საქართველოს ყველაზე მძიმე წლებს გვახსენებს. რუსეთზე დამოკიდებულების თვალსაზრისით ჩვენ ვარ იმ წერტილში, რომელშიც ვიყავით 90-იანების დასაწყისში. რუსეთის მიერ გაღვივებული სამოქალაქო დაპირისპირება არის იმ წერტილში, რომელიც იყო 90-იანების დასაწყისში. ეკონომიკური უთანასწორობა არათუ 9 წელს ედარება, არამედ ისევ ედარება 90-იან წლებს, როცა არსებობს 30-50 ათასი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში კოლოსალურად გამდიდრებულია და ამ ქვეყნის დანარჩენი მოქალაქე ცხოვრობს ყოველთვიურად იმის ყურებით რომელ პროდუქტზე რა ფასი გაიზარდა და რა უნდა დაიკლონ შემდეგ თვეს იმისთვის, რომ გადარჩნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კორუფციის მასშტაბით და მოპარული ფულის ოდენობით, 1000-ჯერ უფრო დიდი კორუფცია გვაქვს, ვიდრე ყველაზე მძიმე წლებში ამ თვალსაზრისით, იქნებოდა ეს 90-იანი წლების ბოლო თუ 9-წლიანი ელიტური კორუფცია. დღეს ვართ კატასტროფულ ნიშნულზე, როცა ათობით და ასობით მილიონი დოლარის მოპარვაზე არის საუბარი სახელმწიფო ხაზინიდან“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყვარელში მოსწავლეებით სავსე სამარშრუტო ტაქსი ავარიაში მოყვა — დაშავებულია რამდენიმე ბავშვი
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე: 14 წელია “ოცნება” ხალხს ატყუებს- ივანიშვილს პასუხისგება მოუწევს